ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალური ინსპექციის დასკვნა ჰილარი კლინტონის იმეილების შესახებ


სახელმწიფო დეპატრამენტის გენერალური ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც მედიაში გაჟონა, ამბობს, რომ სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შესრულების დროს ჰილარი კლინტონმა დეპარტამენტის რეგულაციები დაარღვია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც კომენტარი ანონიმურობის საფუძველზე გააკეთა, განაცხადა რომ ჰილარი კლონტონს პერსონალური იმეილის გამოყენებისთვის ნებართვის აღება არც კი უცდია.

ეს დარღვევა დავას იმის გამო იწვევს, რომ ოფიციალურ პირებს მოეთხოვებათ სახელმწიფო ელექტრონული ფოსტის გამოყენება არა მხოლოდ კომუნიკაციის უსაფრთხოების მიზნით, არამედ სახელმწიფო ჩანაწერების დაარქივებისთვისაც.

XS
SM
MD
LG