ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰერითიჯის" ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი-2014


ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლით, ევროპის 43 ქვეყანას შორის საქართველო 12 ადგილზეა.


ვაშინგტონში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯის ფონდი“ გამოაქვეყნა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი-2014, სადაც საქართველოს 72.6 ქულა აქვს და თავისუფლების მხრივ 22-ე ადგილი უკავია. საქართველოს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 0.4 ნიშულით გაიზარდა და გაუმჯობესება დაფიქსირდა. ევროპის 43 ქვეყნის მასშტაბით საქართველო 12 ადგილზეა და მისი ქულა რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.

თავისუფლების ინდექსით, საქართველო ბოლო 19 წელია ფასდება. ამ პერიოდში მისი მონაცემების გაჯანსაღება 28 ქულით მოხდა. საქართველოს თვალშისაცემი აღმასვლა ეკონომიკური თავისუფლების კუთხით ისეთი სფეროების წარმატებით იყო გამოწვეული როგორიცაა მარეგულირებელი ეფექტურობა და ბაზრის ღიაობა. კრიტიკულ სტრუქტურულ რეფორმებს შორის იყო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, პრივატიზაცია, და მარეგულირებელი გარემოს მოდერნიზაცია.

ანგარიშში შეფასებულია კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, მარეგულირებელი ეფექტურობა, მონეტარული თავისუფლება, ბიზნეს თავისუფლება, ფისკალური თავისუფლება, მთავრობის დანახარჯები, სავაჭრო, საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლებები.

ორი ათწლეულის წინ „ჩაგრული“ ეკონომიკიდან დღეს საქართველო ეკონომიკური კუთხით „ძირითადად თავისუფალ“ კატეგორიაშია. ამ მხრივ, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ქვეყანამ 2014 წელს მიაღწია. მიუხედავად ამისა, მეტი ინსტიტუციური რეფორმა კორუფციის აღმოხვრის და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველომ უფრო მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას მიაღწიოს.
XS
SM
MD
LG