ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯამრთელობა და გარემო


ჯამრთელობა და გარემო
ჯამრთელობა და გარემო

ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზატკეცილი კაპიტოლიუმთან და „ამერიკის ხმის“ რედაქციასთან იქვე მდებარეობს. მანქანის გამონაბოლქვის გამო შენობები ხშირად ბუნდოვნად მოსჩანს. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლებიც გზატკეცილის გვერდითაა. აქედან პატარები ყოველ დილით ამიდონის დაწყებით სკოლაში ფეხით დადიან.

მეცნიერული კვლევები ამტკიცებს, რომ ჰაერის დაბინძურება ბავშვებში ხშირად ფილტვის დაავადებებს, ან მათ გართულებებს იწვევს. ასთმა უარესდება და ჯანმრთელ ბავშვებში სწავლის და მეხსიერების პრობლემები ჩნდება.

დღეს ახალ სამეცნიერო კვლევაზე საუბრობენ, ყველაზე მასშტაბურ და ამბიციურზე ამერიკის ჯანდაცვის ისტორიაში. ბავშვებზე გარემოს ფაქტორების გავლენა რამდენიმე კუთხით შეისწავლება: ჰაერის, წყლის, მიწის და საკვების. კვლევა ოჯახის ფაქტორს, გენეტიკას, ტელევიზორის ყურების ჩვევებს და ბევრ სხვა საკითხსაც მოიცავს.

ექიმი სტივენ ჰერშფილდი ამ კვლევების ხელმძღვანელიამისი თქმით:

„ჩვენი მიზანია გავიგოთ, თუ როგორ შეიძლება ფიზიკურად და გონებრივად მაქსიმალურად ჯანსაღი თაობა ავღზარდოთმ რომელიც საზოგადოების წარმატებული წარმომადგენელი გახდება“.

კვლევაში 100 ათასი ამერიკელი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას - ქვეყნის ყველა კუთხიდან , ქალაქის თუ სოფლის მაცხოვრებელი. ჯანმრთელობის მონაცემების ანალიზი ბავშვის გაჩენამდე დაიწყება და მის ჩამოყალიბებას 21 წლამდე მიადევნებს თვალს.

ჯენიფერი სამი თვის ორსულია. ის კვლევაში მონაწილეობას კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს ანჟელესის ფილიალიდან იღებს. სულ ქვეყანაში 7 ასეთი ბაზაა.

„ლოს ანჟელესში ვცხოვრობ და ძალიან ვღელავ ქალაქის დაბინძურებულ ჰაერზე , და საეჭვო ხარისხის საკვებზე. იმაზე , არის თუ არა საკვებში გენმოდიფიცირებული ნივთიერებები ქიმიური დანამატების შემთხვევაში როგორ იმოქმედებს ეს ყოველივე ჩემი შვილის ჯანმრთელობაზე“?

ლოს ანჟელესში 4 ათასი ბავშვის ჯანმრთელობას შეისწავლიან. მიმდებარე პროვინციებიდან - დამატებით ათასის. მეცნიერებს იქვე განლაგებული ფერმებში გამოყენებული პესტიციდების თუ სხვა ქიმიკატების ზემოქმედებაც აინტერესებთ.

ექიმი მაიკლ ლუ ამ დარგის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია.

„ვსწავლობთ აუტიზმის, ასთმის და დიაბეტის შემთხვევებს. ვაკვირდებით ნაადრევ მშობიარობას, თანდაყოლილ დეფექტს, ჭარბწონიანობას, უნარ-ჩვევების შეზღუდვას და ასე შემდეგ“.

კვლევის მიზანია მონაცემთა ისეთი ბაზის შექმნა, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი მკვლევარი გამოიყენებს. ექიმი ჰერშფილდი იმედოვნებს, რომ მიღებული მონაცემები ძველ მონაცემებს განაახლებს და ახალ აღმოჩენებს გააკეთებს.

„მრავალი ფაქტორი ჯერ კიდევ ამოუცნობია, აქ ერთგვარი ჩავარდნებია, ეს ფაქტორები გავლეანს ახდენს არა მარტო ჯამრთელობაზე და განვითერებაზე არამედ საფუძველს წარმოადგენს მომავალში ქრონიკული დაავადებების განვითერებსთვის.“

კვლევა შეეცდება თანდაყოლილ დეფექტებს და გარემოს დაბინძურებას შორის კავშირი დაამტკიცოს. ასევე ქცევის, სწავლის, ათვისების გონებრივ უნარს დააკვირდება.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ექიმ მკვლევარი მაიკალ ლუ შემდეგს აცხადებს:

„მგონია, რომ ჩვენი კვლევა ბავშვის ჯანმრთელობის ჩამოყალიბებაზე ბევრ არსებულ შეხედულებას შეცვლის“.

ამან შესაძლოა ჯანდაცვის და გარემოს დაცვის კანონმდებლობაც შეცვალოს. კვლევის მიმდინარეობის შესახებ მასალა პერიოდულად გამოქვეყნდება. ამ მხრივ სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ პრევენციული სტრატეგია დასახონ და ბავშვთა ჯანდაცვის უსაფრთხოების ახალი ცნობარი გამოაქვეყნონ. პატარების ჯანმრთელობა და ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის აღზრდა ხომ ყველა ქვეყანაში ერთნაირად აწუხებთ.

XS
SM
MD
LG