ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინანსური კრიზისი ჯამრთელობაზე უარყოფითად აისახება


უნივერსიტეტების კვლევა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე ჩატარდა

აშშ-ის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ფინანსური კრიზისი სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს ჯამრთელობაზე. თვითმკვლელობების მაჩვენებლები, დეპრესია, ინფექციური დაავადებების რიცხვი კვლევის თანახმად მომატებულია. ისეთი დაავადებაც კი, როგორიცაა მალარია და რომელიც ევროპაში უკვე დიდი ხანია აღმოფხვრილია, საბერძნეთში რამდენჯერმე დაფიქსირდა.

უნივერსიტეტების კვლევა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე ჩატარდა, რომელმაც მონაცემები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოაგროვა. ანგარიშის გამოქვეყნება სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, თუმცა მკვლევარებმა განგაშის დროულად ატეხა საბერძნეთის მაგალითზე საჭიროდ ჩათვალეს .
XS
SM
MD
LG