ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰასან როჰანი ახალ დაპირებებს იძლევა


პირველ პრეს-კონფერენციაზე ირანის პრეზიდენტმა მის წინამორბედთან შედარებით რბილი ტონი აირჩია

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:02:52 0:00
ბმული

ირანის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ახალი მიდგომების შემოთავაზების შედეგად, დამაჯერებლად გაიმარჯვა ივნისის არჩევნებზე. ფიცის დადების შემდეგ ჰასან როჰანი ახალ დაპირებებს იძლევა, მათ შორის ბირთვული ენერგიის საკითხებზე დასავლეთთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეფ სელდინი იტყობინება.

პირველ პრეს-კონფერენციაზე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ მის წინამორბედთან შედარებით რბილი ტონი აირჩია.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით შეერთებული შტატების მთავრობის ყველა ნაბიჯს. თუ ისინი კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამენ, ირანის მთავრობაც შესაბამისად გამოეპასუხება. - განაცხადა როჰანიმ.

მან ასევე თქვა, რომ ირანი მზადაა "სერიოზული და შინაარსიანი" მოლაპარაკებებისთვის მისი ბირთვულიი პროგრამის შესახებ და გამოხატა ოპტიმიზმი რომ გადაწყვეტა შეიძლება მიღწეულ იქნეს.

შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები ეჭვობენ რომ ირანი ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას. თეთრმა სახლმა არაერთხელ განაცხადა, რომ თეირანის მოვალეობაა დაამტკიცოს რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვისაა.

"მათ თუ სურვილი ექნებათ ეს დაამტკიცონ ისე, რომ გადამოწმებაც შესაძლებელი იყოს, ირანს საშუალება მიეცემა დაუბრუნდეს საერთაშორისო საზოგადოებას და შეარბილოს იზოლაციის ტვირთი." - თქვა კარნიმ, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა.

ეს ირანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. საერთაშორისო საზოგადოებამ, ბირთვული პროგრამის გამო, მრავალჯერადი სანქციებით მისი ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა.

ყოფილი ელჩი ჯეიმს ჯეფრი, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტიდან ამბობს: ეს ისეთი რამაა, რისი იგნორირებაც ირანის მთავრობას არ ძალუძს.
"საზოგადოებას გადაჭრით სურს ამ სანქციების დასრულება. ისინი ნამდვილად დაიღალნენ ეკონომიური სიძნელეებით, რასაც ირანი განიცდის და ნებისმიერი მთავრობა, ისლამური მთავრობის ჩათვლით იგრძნობს ამ წნეხს, რომელიც საპასუხო მოქმედებას მოითხოვს." - ამბობს ჯეფრი.
ბატონი როჰანის მიერ განხორციელებული ზოგიერთი დანიშვნები, პირველ რიგში, ჯავად ზარიფის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა უკვე მიუთითებს, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება იგი ამ საპასუხო მოქმედებას.

ზარიფი არის ირანის ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. მას განათლება შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული, კარგადაა ცნობილი დასავლელი დიპლომატებისთვის და არ ეშინია ხმამაღალი განცხადებების.

"ირანის ისლამური რესპუბლიკის ხალხი და მთავრობა მტკიცედ დგანან იმ პოზიციაზე, რომ გამოიყენონ საკუთარი უფლება ბირთვული ტექნოლოგიის ქონაზე."
"ირანი მზადაა მოლაპარაკებით მიღწეული გადაწყვეტისათვის." -აცხადებს ზარიფი.

მეთიუ დასი, ამერიკული პროგრესის ცენტრიდან, არაა დარწმუნებული, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს.
ამჟამად, ჩვენ ჯერ ისევ სიტყვების და სლოგანების სტადიაში ვიმყოფებით. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მალე მოგვეცემა საშუალება შევამოწმოთ თუ რამდენად შესძლებს როჰანი ზოგიერთი დაპირების შესრულებას." - თქვა მეთიუ დასმა.

პრეზიდენტმა როჰანიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა რეფორმების მოსურნე ამომრჩევლების მეშვეობით. ახლა, როგორც სჩანს მან დასავლეთსაც გაუწოდა ხელი. მაგრამ ყველა ცვლილებაზე ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის დასტურია საჭირო, რომელიც, როგორც სჩანს, ბატონი როჰანის ყოველ ნაბიჯს დააკვირდება.
XS
SM
MD
LG