ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაიწყო ვიცე-პრეზიდენტის როლში, ჰარისის პირველი ვიზიტი უცხოეთში


შეერთებული შტატები ორშაბათს ნარკოტიკების არალეგალურად იმპორტირებასთან დაკავშირებით მიღებული, ახალი ზომების გამოცხადებას გეგმავს. პარალელურად, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ვიზიტით სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გაემგზავრა და დღეს გვატემალის პოლიტიკურ ლიდერებს ხვდება.

ჰარისს ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამხრეთ ამერიკიდან მიგრაციის გაზრდის საკითხი ჩააბარა. თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიგრაციის ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში კორუფციის მაღალ დონეს თვლის. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ამავე მიზეზის გამო ფერხდება ინვესტიციები ცენტრალურ ამერიკაში ამერიკული კერძო სექტორის მხრიდან.

გვატემალაში კამალა ჰარისი პრეზიდენტ ალეხანდრო ჯამატეის და პოლიტიკური ლიდერების გარდა, შეხვდება ადგილობრივ მეწარმეებს და საზოგადოებრივ ლიდერებს. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს სურს მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდეს მრავალმხრივი გეგმის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს "გვატემალის ეკონომიკის გაზრდას, კლიმატური კრიზისის და მის შედეგად მიღებული საკვების უსაფრთხოების პრობლემის დაძლევას, ასევე - სიღარიბესთან, ძალადობასთან და კორუფციასთან ბრძოლას", თქვა ნენსი მაკელდაუნმა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

სამშაბათს ჰარისი მექსიკაში ჩავა, სადაც ის ანალოგიურ შეხვედრებს გამართავს. პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორთან შეხვედრასთან ერთად, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მექსიკელ მეწარმეებს, ბიზნესმენებს და პროფკავშირების წარმომადგენლებს გაესაუბრება.

გამგზავრებამდე ჰარისმა ხაზი გაუსვა მიგრანტებისთვის სამუშაო ადგილებით და უკეთესი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის აუცილებლობას. მან განაცხადა, რომ ადმინისტრაცია დევნილების დასახმარებლად და საკვებით უზრუნველსაყოფად $310 მილიონ დოლარს გამოყოფს.

წასვლამდე ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა ამერიკული კერძო კომპანიების ხელმძღვანელებისგან დაპირებაც მიიღო, რომ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ინვესტიციები მეტად ჩაიდება, წახალისდება დასაქმებისთვის განსაზღვრული ტრეინინგები და ეკონომიკური წინსვლის პროგრამები. ამას გარდა, ვაშინგტონი გვატემალას და მექსიკას კოვიდ-19-ის ვაქცინის 1.5 მილიონი დოზით დაეხმარება.

კამალა ჰარისის არჩევის მნიშვნელობა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:12 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG