ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა


პოლიციამ ხუთშაბათს დილით ფილადელფიაში შეიარაღებული თავდამსხმელი დააკავა. ის 6 ოფიცრის დაჭრაშია ეჭვმიტანილი.

ინციდენტი ოთხშაბათს დაიწყო, როდესაც პოლიციის ოფიცრები კონკრეტულ მისამართზე ორდერის გადასაცემად მივიდნენ. ეჭვმიტანილმა ისინი სახლის შიგნით დაატყვევა და მათ 4 საათის განმავლობაში არ უშვებდა, სანამ მათი უსაფრთხოდ ევაკუირება არ მოხერხდა. ეჭვმიტანილს ბარიკადები ჰქონდა მოწყობილი და მისი დაკავების შემდეგ პოლიციამ ბინა გაწმინდა.

პოლიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ცდილობდნენ შეიარაღებულ თავდამსხმელთან კომუნიკაციის დამყარებას, მათ შორის სატელეფონო ზარების მეშვეობით, თუმცა ის ტელეფონს მხოლოდ უხმოდ პასუხობდა და არაფერს ამბობდა.

პოლიციის პრეს-სპიკერის თქმით, ექვსივე ოფიცერი, რომლებმაც ცეცხლსასროლი ჭრილობები მიიღეს, საავადმყოფოდან უკვე გაწერილია. თუმცა, მოგვიანებით კიდევ ერთი პოლიციელი მოხვდა საავადმყოფოში დაზიანებებით, რომელიც ბარიკადებსა და საავტომობილო შეჯახებას უკავშირდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG