ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საელჩო გუგუტიანთკარზე: საოკუპაციო ძალები მიწებს, სახლებს ითვისებენ


რუსი ოკუპანტები გუგუტიანთკარში ახალ ღობეს ავლებენ

რუსეთის საოკუპაციო ძალები ითვისებენ „გასაოცარი ხალხის“ მიწებს, სახლებს და საზოგადოებას ორად ყოფენ, - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე პრესისა და ინფორმაციის ატაშეს, კრის დევენპორტის განცხადება გამოქვეყნდა.

"ამერიკის ხმის" კორესპონდენტი გუგუტიანთკარიდან იტყობინება, რომ სოფელში რუსმა მესაზღვრეებმა სწრაფი ტემპით დაიწყეს მუშაობა. მათ მიერვე მონიშნული ძველი მიჯნები გადმოლახეს და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ამონტაჟებენ ლითონის ბოძებსა და ცხაურებს. სამი მოსახლის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელზეც ორი სახლი და სათავსო ნაგებობებია განთავსებული, ოკუპაციის ქვეშ ექცევა. დღეს გუგუტიანთკარში არც ერთი მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურა არ ჩასულა (გამონაკლისია შერიგების მინისტრის მოადგილე, ზვიად ზვიადაძე).

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, რომელიც სხვა დიპლომატებთან ერთად გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, გუგუტიანთკარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია იმით, რომ ე.წ. საზღვრის გაყვანის პროცესი განახლდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG