ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს ყურეს კიდევ 5 პატიმარი ტოვებს


შეერთებულმა შტატებმა კუბაში, გუანტანამოს ყურეში მდებარე ციხიდან 5 იემენელი პატიმარი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს გადასცეს. პენტაგონის განცხადებაში, რომელიც კვირას გამოქვეყნდა, ეს ადამიანები იქ ათ წელზე მეტი ხანს იმყოფებოდნენ. არცერთი მათგანისთვის ამ პერიოდში ბრალი არ წაუყენებიათ.

დამატებით 48 პატიმარს სხვა ქვეყნებში რეპატრიაციისთვის ამზადებენ. მათი ჩათვლით, ციხეში სულ 107 პატიმარი რჩება. კუბაში მდებარე სამხედრო საპატიმროს დახურვა პრეზიდენტ ობამას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

XS
SM
MD
LG