შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი დღეს კონგრესს ანგარიშს წარუდგენს, ანგარიშის თემა გუანტანამოს ყურეზე ციხის დახურვაა.
გუანტანამოს ციხის დახურვა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ერთ-ერთი მტავარი პრიორიტეტი იყო, ციხეში ამჟამად 91 პატიმარი იმყოფება.
გუანტანამოს ციხე 2002 წელს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის მმართველობის დროს გაიხსნა და იქ სხვადასხვა დროს 800-მდე ადამიანი იჯდა.