ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდა


ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, რომელსაც 50-მდე სახელმწიფო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად ცნობს, სამშობლოში დაბრუნდა. ის დედაქალაქ კარაკასში ისეთ დროს ჩაფრინდა, როცა მისი დაკავების წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები უკვე დაწყებული იყო.

გუაიდოს დაბრუნებას ვენესუელელი და მისი საერთაშორისო მხარდამჭერები სოციალური ქსელის "ტვიტერის" საშუალებით ადევნებდნენ თვალს. ცოტა ხნის წინ მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ საიმიგრაციო კონტროლი წარმატებით გაიარა და აეროპორტში, "საყვარელ მიწაზე" დაბრუნდა.

ოპოზიციის ლიდერმა წინა დღით თქვა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მას პატიმრობა ელის. გუაიდომ თავის მხარდამჭრებს სოციალური ქსელებით საპროტესტო აქციების მოწყობისკენ მოუწოდა.

დღეს ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ჯონ ბოლტონმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. გუაიდოსთვის საფრთხის შექმნის ნებისმიერი მუქარის შემთხვევაში, ბოლტონი დაიმუქრა, რომ ამ ნაბიჯს "შეერთებული შტატების და საერთაშორისო საზოგადოებისგან ძლიერი და მნიშვნელოვანი საპასუხო რეაქცია მოჰყვება".

​ვენესუელა გუაიდომ რამდენიმე დღის წინ დატოვა. კვირას ის ეკვადორში ქვეყნის პრეზიდენტ ლენინ მორენოსთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. მანამდე, კი შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG