გუშინ გვიან ღამით საბერძნეთის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მიაღწია შეთახმებას ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ, რაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საშუალება უნდა გახდეს. პრეზიდენტის ოფისთან შეკრებილ ჟურნალისტებს ერთობლივი განცხადების ტექსტი გააცნეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტმა პაპანდრეუმ და ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ანტონის სამარასმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ, რომელსაც ბატონი პაპანდრეუ აღარ უხელმძღვანელებს.
მანამდე კი მკვეთრი განცხადება გააკეთა ოპოზიციის ლიდერმა სამარასმა.
„ბატონ პაპანდრეუს აღარ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. თუკი ის არ გადადგება კონსტიტუციაც არ განხორციელდება. გადადგომის შემთხვევაში კი საქმები მოგვარებისკენ წავა,“ - განაცხადა სამარასმა.