მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე საბერძნეთში გაჩნდა შიში იმისა, რომ ქვეყანა ევროზონიდან გამოვა. ამ მოსაზრებამ ორი მნიშვნელოვანი პროცესი გამოიწვია - მდიდარი ბერძნები ქონების ქვეყნიდან გატანას ცდილობენ, ინვესტორები კი უძრავ ქონებას იაფად ყიდულობენ.
ჩელსი ლონდონის ერთ-ერთი უნაბია, სადაც ევროპის ყველაზე მდიდარი მობინადრეები ცხოვრობენ.
უბანს ამ ბოლო დროს ახალი მობინადრეებიც შეემატა - ისინი ძირითადად მდიდარი ბერძნები არიან, რომლებიც საკუთარი ქონების გადარჩენას საბერძნეთის გარეთ მდებარე სტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ცდილობენ.
ედ მიდი ნიუ იორკის ერთ ერთი უმსხვილესი უძრავი ქონებოთ მოვაჭრე სააგენტოა. მისი თქმით:
„ტენდენცია ნამდვილად გამოიკვეთა. ლონდონში სახლებს იმაზე მეტი ბერძნები ყიდულობენ, ვიდრე ჩვენ ველოდით. ისინი ევროპის ყველა კუთხიდან მოდიან, თუმცა ძირითადად მაინც საბერძნეთიდან არიან ჩამოსული.“
ლონდონში ახლად ჩასული ბერძნები ძირითადად ისეთ სახლებს ეძებენ, რომლებიც კარგ მდგომარეობაშია, კარგ უბანში მდებარეობს და მათი გაქირავეება ადვილადაა შესაძელებელი.
„მათ საკუთარი ფულის საბერძნეთიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოტანა სურთ. ივესტიციების ჩადების სამი ძირითადი მიმართულება აქვთ არჩეული - ოქრო, გერმანიის ფასიანი ქაღალდები და უძრავი ქონება.“
ბერძნების დიდი რაოდენობა ქვეყნიდან ფულის გამოტანას ცდილობს იმის გამო, რომ საბერძნეთის ევროზონიდან გასვლაზე უკვე ბევრი საუბრობს. მეანაბრეებმა საბერძნეთის საბანკო სისტემიდან სავარაუდოდ 90 მილიარდი ევრო გაიტანეს უკანასკნელი 3 წლის მანძილზე - ანუ იმ დროიდან, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო.
ქვეყნიდან ბერძნები გამოდიან, რუსები კი შედიან...
კასანდრას ნახევარკუნძულზე თითქმის ყველაფერის რითაც ბერძნული ტურიზმია ცნობილი - მზე, ქვიშა და მოლივლივე ზღვა.
ფინანსური კრიზისის შედეგად აქ უძრავ ქონებაზე ფასები 30 პროცენტით დავარდა, რამაც უცხოელები მოიზიდა, რომლებიც იაფად ცდილობენ სახლების ყიდვას.
იანის რავიტისი საბერძნეთის უძრავი ქონების აგენტების ფედერაციის პრეზიდენტია. მისი თქმით:
„შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთიდან ჩამოსული მყიდველების რაოდენობა 200პროცენტით გაიზარდა. დაახლოებით 100 პროცენტით გაიზარდა რუსების მოთხოვნილება სასტუმროებზეც.“
რავიტის ამბობს, რომ ტრადიციულად ინვესტორები საბერძნეთში დასავლეთ ევროპიდან ჩადიოდნენ, მაგრამ ევროს ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ რუსულმა რუბლმა უპირატესობა მოიპოვა.
საბერძნეთსა და რუსეთს თანამშრომლობის გრზელი ისტორია აკავშირებს, ბერძნების ერთი ნაწილი იმედოვნებს, რომ სწორედ რუსი ინვესტორები შეძლებენ იმ საგოზადოების გარკვეული ფენების გადარჩენას, რომლებიც ფაქტობრივად უშემოსავლოდ არიან დარჩენილი.
კონსტანტინოს პატრიდისი მუზენიდის უძრავი ქონების სააგენტოს მენეჯერია.
„რთული სათქმელია როგორ განვითარდება ბიზნესი, მაგრამ რუსეთიდან საბერძნეთში ივესტიციების ჩამოტანის ტენდენცია ცხადია. ისინი ხედავენ საბერძნეთის პოტენციალს და ბერძნების სტუმართმოყვარეობას.“
საბერძნეთის სუვერენულ ვალთან დაკავშირებული კრიზისი ბერძნებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი დანაზოგი აქვთ, კაპიტალის ქვეყნიდან გატანისკენ უბიძგებს. მათ, კი ვისაც ნაღდი ფული აქვს, ქვეყანა იაფ უძრავ ქონებაში დაბანდების საშუალებას აძლევს.