ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი მეზობლებთან ერთად, ტურისტული კორიდორის შექმნას გეგმავს


საბერძნეთი გეგმავს საკუთარი საზღვრების გახსნას იმ ორი ქვეყნის მოგზაურებისთვის, რომლებმაც მოახერხეს ვირუსის გავრცელების კონტროლი. გადაწყვეტილების მიზანი ტურიზმის ინდუსტრიის დახმარებაა, რომელსაც პანდემიამ უდიდესი ზარალი მიაყენა.

გადაწვეტილება „კორონა კორიდორის“ შექმნას გულისხმობს, საბერძნეთს, კვიპროსსა და ისრაელს შორის. კვიპროსის და საბერძნეთის ეკონომიკა დიდწილად ტურიზმის ინდუსტრიას ეყრდნობა. საბერძნეთის შემთხვევაში, ტურიზმი ეკონომიკის ერთ მეხუთედს უტოლდება.

„დეტალები ჯერ ისევ გასარკვევია“, ამბობს ტურიზმის მინისტრი ჰარის ტეოჰარისი. „ისრაელის კარზე დავაკაკუნეთ და ის ღიაა. დაინტერესებაა კვიპროსის შემთხვევაშიც“, - აცხადებს ის.

თუმცა, დღეს ტურიზმის ინდუსტრიისთვის ვითარება მძიმეა. პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, საერთაშორისოო მოგზაურობის შემცირებასთან ერთად, ინდუსტრია, რომელიც 75 მილიონ ადამიანს მოიცავს, ჩიხშია შესული.

ევროკომისია გეგმავს საერთო რეკომენდაციები გამოსცეს, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ტურიზმი პანდემიის პირობებში. თუმცა, სანამ გაერთიანება ერთიან პოლიტიკას შეიმუშავებს, საბერძნეთი გეგმავს, პრობლემა თავად გადაჭრას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG