ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი დემონსტრაცია ათენში


მორიგი დემონსტრაცია ათენში

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართული მორიგი დემონსტრაცია შედარებით მშვიდობიანი იყო. თუმცა, ერთ მომენტში ახალგაზრდებისგან შემდგარი მცირე ჯგუფი საერთო მარშს გამოეყო და პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინა. სამართალდამცავები იძულებული გახდნენ ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ.

ათასობით ბერძენი პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებულ ქვეყნის ბიუჯეტის ახალ გეგმას აპროტესტებს. რეფორმების პაკეტი უამრავი სამუშაო ადგილის გაუქმებას, ხელფასების შეკვეცას და მთავრობის დანახარჯების მკვეთრ შემცირებებს მოიცავს.

დღეს ბრიუსელში ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთის საკითხის გადასაწყვეტად იკრიბებიან. ისინი გაკოტრების პირას მყოფი ქვეყნისთვის ფინანსური სტიმულირების პაკეტით გათვალისწინებულ ახალ ტრანშს უყრიან კენჭს. შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინის მდივნის, ტიმოთი გეიტნერის განცხადებით საბერძნეთმა რეფორმების ძალიან ძლიერი და რთული პაკეტი დაამტკიცა, რაც საერთაშორისო საზოგადოების ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას იმსახურებს.

XS
SM
MD
LG