ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის საგარეო უწყება "ისლამური სახელმწიფოს" ვიდეოს სწავლობს


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყება კვირას გავრცელებულ ვიდეოს სწავლობს, რომელიც სირიაში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს მიერ, ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, ხუთი კაცის სიკვდილით დასჯას ასახავს.

ათწუთიანი ფილმი, როგორც ირწმუნებიან, ამ ადამიანების მიერ ჯაშუშობის აღიარებას ასახავს და ამბობს, რომ ისინი რაქაში, თვითგამოცხადებული ხალიფატის დედაქალაქში, ფულის სანაცვლოდ, ვიდეო და ფოტოგადაღებას ახდენდნენ.

ვიდეოში ერთ-ერთი შეიარაღებული ამბობს, რომ სიკვდილით დასჯა „დევიდ კამერონისთვის გზავნილი“ იყო. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრისადმი, რომელმაც ერაყში და სირიაში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს მეამბოხეების წინააღმდეგ თავდასხმები გააძლიერა.

XS
SM
MD
LG