ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გრემის" გამარჯვებულები გამოცხადდნენ


ორშაბათს საღამოს ლოს-ანჯელესში გრემის - თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი მთავარი პრიზის - დაჯილდოების საღამო გაიმართა. ამერიკული ხმის ჩამწერი აკადემიის მიერ დაწესებული მუსიკალური ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია შეერთებულ შტატებში 1958 წლიდან იმართება.

წუხანდელი საღამოს ყურადღების ცენტრში კენდრიკ ლამარი იყო. მან გრემი საუკეთესო რეპ-ალბომის და კიდევ სამ სხვადასხვა კატეგორიაში მოიპოვა. პოპ-ვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა გრემი ლამართან ერთად სიმღერისთვის "Bad Blood" შექმნილი ვიდეოსთვის აიღო. გრემით დაჯილდოების ცერემონია არამარტო პრიზების გადაცემით, არამედ სანახაობებითაც ცნობილია. გუშინ განსაკუთრებული პატივით მოიგონეს დევიდ ბოუი, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ, 10 იანვარს გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG