ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება


გიორგი გახარია

"გვაქვს პირველი შემთხვევა, როცა ერთ დღეში 30 ინფიცირებული გვყავს. 500 ადამიანს უტარდება კვლევა. ქვეყანაში, ვირუსის სრულ მასშტაბიან გავრცელებაზე გადავედით" - აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი.

გიორგი გახარია, საგანგებო ბრიფიქს ამ წუთებში მართავს. მისი თქმით, ეპიდემიოლოგები ვერ საუბრობენ პერიოდზე, როდის არის მოსალოდნელი პიკი.

"მთავრობის ყველა ნაბიჯს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მინდა გაცნობოთ, რომ ხვალ, 15 აპრილიდან 4 დიდ ქალაქში, - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, ყველა სახის მოძრაობა, ანუ ქალაქში შესვლა და გამოსვლა აკრძალული იქნება." - აცხადებს გახარია.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 10 მაისამდე გაგრძელდება. მითითებებისა და შეზღუდვების შესრულების შემთხვევაში, მათი შემსუბუქება შესაძლოა მაისის შუა რიცხვებში მოხერხდეს.

"ვირუსთან ბრძოლა ორ ფრონტზე მიმდინარეობს - ჯანმრთელობის და ეკონომიკის გადარჩენის ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ კოვიდ19 არის მოვლენა, რომელსაც უნდა შევეჩვიოთ. აუცილებელია ყველა შეზღუდის შესრულება, რათა მაისიდან ავამუშაოთ ეკონომიკა და ბიზნესი. თუ მკაცრად არ შევასრულებთ ამ შეზღუდვებს, შესაძლოა თვეობით გადავადდეს ეკონომიკის ამუშავება. ვერავინ ვერ აკეთებს მსოფლიოში პროგნოზს როდის იქნება პიკი. ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას და შრომას უნდა შევეჩვიოთ,"- აცხადებს გიორგი გახარია.

XS
SM
MD
LG