ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაშარ ალ-ასადი პოზიციებს იმაგრებს


მსოფლიო სირიის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილი სამშვიდობო კონფერენციის მოლოდინშია

სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ოპოზიციის მიერ დაკავებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ივნისში სამშვიდობო მოლაპარაკების კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის განცხადების მიუხედავად, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება საბრძოლო ოპერაციებს აგრძელებს.

სირიის ხელისუფლება იერიშებს აგრძელებს მეამბოხეების მიერ გამაგრებულ ქალაქ ქუსაირზე, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ივნისში სამშვიდობო კონფერენციის ფარგლებში დიალოგი უნდა გაიმართოს.

ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირშია. ანალიტიკოსი ორაიბ ალ-რანტავი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

ორაიბ ალ-რანტავი: მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია. სიტუაცია, რომელიც ალ ქუსაირში შეიქმნა, ეს მოლაპარაკების გარკვეული სახეა, რომელიც ბრძოლით გამოიხატება.

თუმცა, ერთი შეხედვით გამოჩნდა, რომ მეამბოხეთა მიერ დაკავებულ საკვანძო ქალაქში სწრაფი უკუსვლა - ქალაქში, რომელიც ხელისუფლებისთვის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით დასაწინაურებლად აუცილებელ კარიბჭეს წარმოადგენს - იმ მოსაზრებას აყენებს ეჭვის ქვეშ, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დასასრული მოახლოვებულია ან თუნდაც გარდაუვალი.

ალ-რანტავის სჯერა, რომ მეამბოხეები შესაძლოა ახალ ჯგუფებად ჩამოყალიბდნენ. მაგრამ ის აცხადებს, რომ მათი მდგომარეობა მოლაპარაკების მაგიდასთან შესუსტდა, ვინაიდან მათ დასავლეთიდან უფრო მეტი დახმარების მოლოდინი ჰქონდათ.

ორაიბ ალ-რანტავი: რეჟიმმა - და რა თქმა უნდა მისმა მხარდამჭერებმაც - მოახერხა იმის დანახვება, რომ თუკი ვინმეს კონფლიქტის სამხედრო გზით დასრულება სურს, მაშინ ძალიან მტკივნეულ, გრძელ და ძვირადღირებულ პროცესს უნდა მიჰყვე და გამარჯვების გარანტია მაინც არ ექნება.

ამასობაში, ოპოზიციის ნაწილმა მთავრობასთან მოლაპარაკების გამართვაზე უარი თქვა, სადაც მათ შეეძლოთ მოლაპარაკებაში მონაწილეობის წინაპირობად ბაშარ ალ-ასადის გადადგომა წამოეყენებინათ. ასევე ძალიან პატარა იმედი არსებობს სირიის მეგობართა ქვეყნების მიმართ, შეხვედრა ამ კვირის ბოლოს ამანში შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტში ორივე მხარის დასახმარებლად რეგიონალური და საერთაშორისო ძალები არიან ჩართული, მეამბოხეები დარწმუნებული არ არიან კონფერენციის ორგანიზატორთა მოტივებში. მათ შორისაა, შეერთებული შტატებიც, რომელიც ასადს წასვლისკენ მოუწოდებს. ანალიტიკოსი სალემ ალ ფალაჰატი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

სალემ ალ ფალაჰატი: მსოფლიო არასერიოზულად არ აფასებს ასადის ამპარტავნობას და ამ კონფერენციით მხოლოდ არსებული სიტუაცია გაგრძელდება.

როგორც ჩანს, ბევრი სირიელი ეთანხმება იმას რომ ეს ომი, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება და 70 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დროა დასრულდეს. ალ რანტავის აზრით, სტაბილურობა ახლა პოლიტიკურ საკითხებზე მნიშვნელოვანია.

ორაიბალ-რანტავი: 4 მილიონ სირიელს ახლა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. ეს სირიის მოსახლეობის პრიორიტეტია. მე არ მჯერა და არც ვუსმენ რეჟიმის და ოპოზიციის ტყუილებს,ამბობს ის.
ივნისში დაპირისპირებული პოზიციებით მხარეთა წარმომადგენელები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან. საკითხის გადასაჭრელად პოლიტიკური გამოსავლის პოვნის პროცესში მილიონობით დატანჯული სირიელის ხმას მხარეები ალბათ ვერც კი გაიგებენ.
XS
SM
MD
LG