დღეს, ქართული წარმოშობის უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის გარდაცვალებიდან 20 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩომ კიევში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ უშიშარი ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე სიმართლის ძიებაში მოკლეს და რომ პრესის არცერთ წარმომადგენელს არ უნდა დაემუქრონ, თავს დაესხან ან დააკავონ სამუშაოს შესრულებისთვის.
აშშ-ის საელჩო უკრაინაში გამოდის მოწოდებით სწრაფად და სრულყოფილად გამოძიებულ იქნას დანაშაული ჟურნალისტთა წინააღმდეგ, რათა დამნაშავეები დაისაჯონ. საელჩოს განცხადებით, დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობისთვის უმნიშვნელოვანესია.
გიორგი ღონღაძე 1969 წელს თბილისში დაიბადა. უკრაინაში იგი ცნობილი ჟურნალისტი და რეჟისორი იყო. ვებ-პორტალ "უკრაინსკაია პრავდას" დაარსების შემდეგ, იგი ლეონიდ კუჩმას ადმინისტრაციის კრიტიკით გამოირჩეოდა. მორიგ ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობის დროს, იგი 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა. მოგვიანებით კი კიევთან ახლოს, გიორგი მოკლული იპოვეს.
Facebook Forum