ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ოქროს გლობუსს" წელს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავდა


ჯეფ ბრიჯესმა სესილ დემილის სახელობის ჯილდო აიღო
ჯეფ ბრიჯესმა სესილ დემილის სახელობის ჯილდო აიღო

კვირას საღამოს "ოქროს გლობუსის" გამარჯვებულთა გამოცხადებით, ლოს-ანჯელესში ე.წ. დაჯილდოების სეზონი გაიხსნა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას გამოკვეთილი ფავორიტი წელს არც კინო და არც სატელევიზიო ინდუსტრიაში არ ჰყოლია.

ცერემონიის ლიდერად შეიძლება დასახელდეს ფილმი "ბოჰემური რაფსოდია", რომელმაც ორი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. ის ბრიტანული როკ-ჯგუფის, "ქუინის" ვარსკვლავს, ფრედი მერკურის ეძღვნება. "ბოჰემურმა რაფსოდიამ" 2018 წლის საუკეთესო ფილმის პრიზი აიღო. ფრედი მერკურის როლის შემსრულებელმა რამი მალეკმა კი "ოქროს გლობუსი" მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მოიპოვა.

სამი ჯილდო აიღო ფილმმა "მწვანე წიგნი" - საუკეთესო მიუზიკლის, ან კომედიის კატეგორიაში, საუკეთესო სცენარის და მაჰერშალა ალიმ - მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. ორი "ოქროს გლობუსი" მოიპოვა ფილმმა "რომი", აქედან ერთი - მექსიკელმა ალფონსო კუარონმა საუკეთესო რეჟისურისთვის.

მსახიობმა გლენ ქლოუსმა გაიმარჯვა ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელთა ნომინაციაში ფილმით „ცოლი“. კრისტიან ბეილიმ "ოქროს გლობუსი" აიღო საუკეთესო კომედიაში, ან მიუზიკლში შესრულებული მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ფილმში "ვიცე".

მომღერალმა ლედი გაგამ ჯილდო საუკეთესო სიმღერის თანაავტორობისთვის მიიღო ფილმში "ვარსკვლავის დაბადება". კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სესილ დემილის სახელობის სპეციალური ჯილდო გადაეცა მსახიობ ჯეფ ბრიჯესს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG