ევროპული კომპანიების აქციების ფასებმა ოთხშაბათს ვაჭრობის შემდეგ კვლავ მაღლა აიწია.
ლონდონის, პარიზის და ფრანკფურტის ბირჟებზე აქციების ფასებმა რამდენიმე პროცენტით მოიმატა.
ნიუ იორკის ბირჟაზე კვლავ აქციების ვარდნა შეინიშნებოდა. ტოკიოს ნიკეის ინდექსმა ერთი პროცენტით მოიმატა.
დოლარის კურსმა კი დაიკლო სხვა ვალუტებთან შედარებით.