ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

50 მილიონზე მეტი ინფიცირებული გლობალურად - კოვიდ-19


პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა
პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

ახალი კორონავირუსის ინფექციის აღრიცხულმა შემთხვევებმა, გლობალურად 50 მილიონს გადააჭარბა. აქედან, დადასტურებულად ინფიცირებულთა მეოთხედზე მეტი, ბოლო 30 დღეზე მოდის.

ოქტომბერი ჯერჯერობით მთელი პანდემიის განმავლობაში, ყველაზე უარესი თვე გამოდგა. ინფიცირების და სიკვდილობის მაჩვენებლებით, შეერთებული შტატები ისევ მსოფლიოს ლიდერია.

ევროპულ ქვეყნებშიც დიდი ზრდა ფიქსირდება. ევროპა კოვიდ-19-ის 12-მილიონიანი მაჩვენებლით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ გეოგრაფიულ რეგიონად რჩება და ლათინურ ამერიკასაც უსწრებს. ევროპაზე მოდის გარდაცვლილთა 24%.

გლობალურად, ნოემბრის დასაწყისიდან, ბოლო შვიდდღიან ინტერვალში, ინფიცირების საშუალო მაჩვენებლები დღეში ნახევარ მილიონს აჭარბებს. სახეზეა ინფიცირების დაჩქარებული მატება. მაგალითად: 30 მილიონიდან 40 მილიონ ინფიცირებაზე ასვლას თუ 32 დღე დასჭირდა, 40-დან 50-მდე მატება სულ 21 დღეში მოხდა.

შედარებით შემცირებულია სიკვდილობის პროცენტი ინფიცირებულთა შორის. ჯამში, გაზაფხულიდან მოყოლებული, დედამიწაზე კოვიდ-19-ის გართულებების გამო, უკვე 1.24 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG