ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში 11 მილიონს გადააჭარბა


პარასკევის მონაცემებით, მსოფლიოში, კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 11 მილიონს გადაჭარბა. ვირუსმა, ბოლო 7 თვის განმავლობაში, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ბევრი ქვეყანა, მათ შორის ევროპის კავშირის სახელმწიფოები, რომელსაც კორონავირუსმა მძიმე დარტყმა მიაყენა, ახლა ნელ-ნელა კარანტინს აუქმებს და შეზღუდვებს ამსუბუქებს. თუმცა, იცვლება საჯარო თავშეყრის ადგილებში, სამსახურებსა და სასწავლო დაწესებულებებში ყოფნის წესები. სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება და სხვა მსგავსი აკრძალვები ჩვენს ყოველდღიურობაში, შესაძლოა, მომავალ წლამდე, ანუ ვაქცინის მიღებამდე დარჩეს.

ბოლო დროს ვირუსის დაფიქსირებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, კვლავ, ამერიკაშია. ხუთშაბათს, ერთ დღეში, ქვეყანაში 55,400-ზე მეტი ინფიცირებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ეს ამერიკისთვის, მას შემდეგ რაც პანდემია გამოცხადდა, რეკორდია. ვირუსის ასეთი სწრაფი და მასშტაბური გავრცელების გამო, ამერიკაში, ზოგიერთი შტატის გუბერნატორმა ეკონომიკის თავიდან ამუშავების გეგმები დროებით გადადო.

მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსისგან გარდაცვლილთა თითქმის მეოთხედი, 129,000 ადამიანი, ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის.

ასევე, რთული მდგომარეობაა ლათინურ ამერიკაში, ბრაზილიაში. იქ კორონავირუსის მილიონნახევარი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მსოფლიოს საერთო მონაცემების 23%-ია. ინდოეთი კი აზიის ახალი ეპიცენტრი გახდა. ქვეყანაში კორონავირუსის 625,000 შემთხვევაა დადასტურებული.

აზიასა და ახლო აღმოსავლეთზე ვირუსის გლობალური შემთხვევების 12 და 9 პროცენტი მოდის.

მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო 7 თვეში, პანდემიის გამო ნახევარ მილიონზე მეტი, დაახლოებით 520, 000 ადამიანი გარდაიცვალა. უხეში გათვლებით, ეს, დაახლოებით იმდენია, რაც ერთ წელიწადში, გრიპით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG