ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლენ კემბელის უკანასკნელი კრებული


გლენ კემბელის უკანასკნელი კრებული

მომღერალი გლენ კემბელი ემშვიდობება თავის სტუდიურ მოღვაწეობას. მან ახლახანს დაასრულა უკანასკნელ კრებულზე „Ghost on the canvas” -ზე მუშაობა.

როდესაც გლენ კემბელმა გამოაცხადა, რომ მას ალცჰაიმერის დაავადება აქვს, მისმა თაყვანისმცემლებმა ჩათვალეს, რომ ის არასოდეს აღარ გამოჩნდება მსმენელის წინაშე, მაგრამ 75 წლის ასაკში კემბელი არ აპირებს დანებებას. მან ახალი კრებულიც ჩაწერა და აშშ-ის გარშემო ტურნესთვის ემზადება.

კრიტიკოსებმა კემბელის ახალ კრებულს „მუსიკალური ბიოგრაფია“ უწოდეს. კარიერის მანძილზე ის მრავალი ჯილდოს მფლობელი გახდა. ასევე ის არაერთი ბესტსელერი კრებულით, კინოროლით თუ სატელევიზიო შოუთი დაამახსოვრდა თაყვანისმცემელს.

კემბელი ახალგაზრდობაში ჯაზ მუსიკოსის კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდა რომ პოპსა და ქანთრის სტილში მას უფრო დიდი შანსი ჰქონდა. ის ხშირად გამოდიოდა ისეთ ლეგენდარულ მსუიკოსებთან ერთად როგორებიც არიან ელვის პრესლი და ფრენკ სინატრა, ჯგუფი ბიჩ ბოისი. მოგვიანებით კი მისი სიმღერები “Gentle on my mind” და “ Vichita Lineman”-ი ჰიტებად იქცა.

2009 წელს გლენ კემბელს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მან უკანასკნელი კრებულის ჩაწერა გადაწყვიტა, მანამდე სანამ სენი მას მუშაობის საშუალებას აძლევს

„Ghost on the canvas” - კრებულის სახელწოდებაა და თქვენ სწორედ ამ კრებულიდან იგივე სახელწოდების სიმღერა მოისმინეთ. ანოტაციაში ის წერს, რომ კრებულში შესული სიმღერები მის ცხოვრებას და კარიერას ასახავს. „ვერც კი წარმომედგინა, რომ ასეთი საინტერესო ცხოვრება მექნებოდა“, განაცხადა გლენ კემბელმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.

კრებულზე კემბელთან ერთად მუშაობდა პოლ ვესტებერგი, ჯაკობ დილანი და ჯულიან რეიმონდი, ასევე ვოკალისტი კრის ისააკი და გიტარისტი ბრიან სეტზერი.

კემბელი გამოსამშვიდობებელ ტურს ევროპასა და ამერიკის სხვადასხვა შტატში მართავს, მასთან ერთად სცენაზე მისი ოჯახის 4 წევრი გამოდის. ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის შემდეგ ის მისურის შტატში, ქალა ბრენსონში 2 დეკემბერს გამართავს კონცერტს.

XS
SM
MD
LG