ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუგარი სენატში მოღვაწეობას ამთავრებს


ევროპაში, აზიასა და მსოფლიოში ცნობილი რიჩარდ ლუგარი იანვარში დაამთავრებს თავის მოღვაწეობას სენატში.

მისი თქმით: „ მე ვამაყობ იმ საქმეებით რაც წლების განმავლობაში მიკეთებია ინდიანასა და შეეერთებული შტატების საკეთილდღეოდ.“

სენატში ექვსჯერ არჩეული საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, რესპუბლიკელი ლუგარი 1991 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ათასობით ბირთვული იარაღის დემონტაჟის ინიციატორი იყო.“

მისი თქმით:„ ეს იყო ამერიკაზე დამიზნებული ატომური ბომბების 60%-ის დემონტაჟის დასაწყისი, მათი განადგურება ისე განხორციელდა, რომ ბირთვული ქობინების მატარებელი რაკეტების ბაზირების შახტებიც გააუქმეს.“

როგორც პოლიტოლოგი თომას მანი აცხადებს, ლუგარის წასვლა დიდი დანაკარგი იქნება.

„სენატი, საგარეო პოლიტიკის ლიდერს დაკარგავს, რომელიც ყოველთვის მიუკერძოებული მსაჯული იყო ორი პარტიის დაპირისპირების დროს.“

კონსერვატორი ლუგარი, არასოდეს ერიდებოდა ბუშის ადმინისტრაციის კრიტიკას 11 სექტემბრის ტერაქტების გამო.

მისი თქმით: „ ტერორიზმი ჩვენი მთავარი საფრთხე იყო, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოძველებული აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ ამერიკის სამხედრო ძალის გამოყენებაზე იყო დამყარებული.“

წელს სენატორმა ლუგარმა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი წააგო ინდიანას შტატში. მისმა მეტოქემ რიჩარდ მერდოკმა თავისი საარჩევნო კამპანია ოპონენტის დაუნდობელ კრიტიკაზე ააგო. მან ლუგარი ვაშინგტონის ისტებლიშმენტის ნაწილად წარმოაჩინა, რომელსაც დემოკრატებთან საერთო ენის გამონახვის არანაირი სურვილი არა აქვს. ლუგარის დამარცხების შემდეგ დემოკრატებმა ის კონსესუსის მოსურნე პოლიტიკოსად შერაცხეს, რომელიც ყოველთვის მზად იყო თანამშრომლობისთვის.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯონ კერის განცხადებით: „ ის სერიოზული პოლიტიკოსი იყო, რომელიც იდეოლოგიურ კლიშეებზე მაღლა იდგა და ყოველთვის აცნობიერებდა სენატორის დიდ პასუხისმგებლობას თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“

რიჩარდ ლუგარი იმედოვნებს, რომ კვლავაც გააგრძელებს საგარეო პოლიტიკაში მოღვაწეობას სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.

XS
SM
MD
LG