ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი ღონღაძის მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა


ღონღაძე უკრაინის მთავრობაში კორუფციაზე ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდა, რაც ლეონიდ კუჩმას უკავშირდებოდა. ღონღაძის თავმოჭრილი გვამი კიევის მახლობლად ტყეში იპოვნეს.

სამშაბათს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ოლექსეი პუკაჩი ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგი ღონღაძე უკრაინის მთავრობაში გამეფებულ კორუფციაზე ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდა, რაც მაშინდელ პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას უკავშირდებოდა. ღონღაძის თავმოჭრილი გვამი კიევის მახლობლად ტყეში იპოვნეს.

ღონღაძის მეუღლის ადვოკატმა განაცხადა, რომ პუკაჩმა დახურულ სასამართლოზე ჩვენება მისცა, რომ გიორგი ღონღაძის მკვლელობა მას პირადად პრეზიდენტმა კუჩმამ შეუკვეთა. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG