ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელზე იერიში განხორციელდა


საარტილერიო იერიშის სამიზნე იარაღის საცავი და სარაკეტო დანადგარების ბაზა იყო

ისრაელის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც ღაზადან ისრაელის მიმართულებით სულ ცოტა 4 რაკეტას ისროლეს.

საარტილერიო იერიშის სამიზნე იარაღის საცავი და სარაკეტო დანადგარების ბაზა იყო. ისრაელისა და პალასტინელების წყაროებზე დაყრდნობით, რეიდს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას წარსულში თითქმის ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა. ისრაელზე თავდასხმების რაოდენობა გასული წლის ნოემბრის შემდეგ შემცირდა, როცა ისრაელსა და ჰამასს შორის მასშტაბური შერიაღებული დაპირისპირება მოხდა.
XS
SM
MD
LG