ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის დაზვერვის უფროსი მოუდნელად გადადგა


გერმანიის დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა დღეს თანამდებობა ვადის გასვლამდე ორი წლით ადრე მოულოდნელად დატოვა. მას პოსტის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია.

კანცლერ ანგელა მერკელის აპარატმა გერჰარდ შინდლერის შემცვლელი უკვე დაასახელა. ის ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ბრუნო კაჰლია.

მერკელის აპარატის უფროსმა პიტერ ალტმაიერმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის დაზვერვის სააგენტოს მომდევნო წლების განმავლობაში “მნიშვნელოვანი გამოწვევები” აქვს გადასალახი, მათ შორის, სააგენტოს მისიის გადაფასება უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე.

მან ასევე დასძინა, რომ სააგენტო გერმანიის პარლამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების ლეგალურ შედეგებსაც აფასებს. გამოძიების თანახმად, გერმანიის დაზვერვა ამერიკის ეროვნული უშიშრობის სააგენტოსთან ევროპელ მოკავშირეებზე ჯაშუშობის პროცესში თანამშრომლობდა.

XS
SM
MD
LG