ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში ორი რუანდელის სასამართლო პროცესი დაიწყო


გერმანიაში ორი რუანდელის სასამართლო პროცესი დაიწყო

გერმანიის ქალაქ შტუდგარტში ორი რუანდელის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელთაც კაცობრიობის წინააღდმეგ დანაშაულში ედებათ ბრალი. იგნას მურვანშიაკი და მისი მოადგილე სტრატონ მუსონი ეთნიკურ ჰუტუს ტომს ხელმძღვანელობდნენ. ბრალდების თანახმად, მათ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასობით ადამიანი დახოცეს. მათ ტომს ასევე ბრალი აქვს წაყენებული სოფლების გადაწვაში, ქალების გაუპატიურებასა და სხვა ძალადობრივ აქტებში. ორივე დამნაშავე გერმანიაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ისინი ტომის დანაშაულებრივ საქმიანობას უცხოეთიდან ხელმძღვანელობდნენ. დამნაშავეები გერმანიაში 2009 წელს დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG