ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფოლკსვაგენის" ლეგენდარული "ხოჭო"-ს წარმოება წყდება


„ფოლკსვაგენი“ ავტომობილ „ბიტლის“ გამოშვებას წყვეტს. ეს ოთხშაბათს, მექსიკის ქალაქ პუებლაში არსებული ქარხნის კონვეიერიდან ბოლო „ბიტლის“ გამოშვების შემდეგ მოხდება.

„ბიტლის“ ისტორია 1930 წლიდან დაიწყო, როდესაც გერმანელმა ინჟინერმა ფერდინანდ პორშემ, ნაცისტური პარტიის ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის დავალებით „სახალხო ავტომობილი“, გერმანულ ენაზე „ფოლკსვაგენი“ შექმნა.

ავტომობილის გამოშვება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განახლდა, რათა ნაცისტური რეჟიმისგან დისტანცირება მოეხდინა და 1960-იან წლებში ჰიპი კულტურასთან მისი ძლიერი ასოცირება მოხდა.

მისი სახელი კიდევ უფრო განმტკიცდა უოლტ დისნეის 1968 წლის ფილმ „ლავ ბაგ“ (სიყვარულის ხოჭოს) გამოსვლის შემდეგ, რომლის გმირიც იყო ადამიანის მსგავსი ხოჭო, სახელად ჰერბი, რომელიც კალიფორნიის რბოლის წრეში ჩაერთო.

„ფოლკსვაგენმა“ ეს კერპად ქცეული ავტომობილი ორჯერ, 1998 და 2012 წლებში განაახლა, მაგრამ თავდაპირველი მოდელის მსგავს მოწონებას ვერ მიაღწია.

1970 წლიდან, კომპანია „ბიტლს“ გერმანიაში აღარ აწარმოებდა.

მექსიკის ავტოქარხანა კომპაქტური „ჯიპის“ ტიპის ავტომობილების წარმოებაზე გადაერთვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG