ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში აფრიკული ღორის ცხელების შემთხვევები აღირიცხა


გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის ბრანდენბურგის ფედერაციულ მიწაზე, ფერმის ღორებში აფრიკული ღორის ცხელების მესამე შემთხვევა დადასტურდა.

შემთხვევა მცირე ფერმაში აღირიცხა, სადაც ოთხი ღორი გამოყოფილ ზონაში იმყოფებოდა. ბრანდენბურგის ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ ეს დაავადება, ჩვეულებრივ გარეულ ღორებში გვხვდება.

გასული კვირის ბოლოს, აფრიკული ღორის ცხელება ორ ახლომდებარე ფერმაში აღმოჩნდა.

ჩინეთმა და ღორის ხორცის სხვა მყიდველებმა გერმანიიდან იმპორტი 2020 წლის სექტემბრიდან აკრძალეს, როდესაც გარეულ ცხოველებში პირველი შემთხვევა დადასტურდა.

ექსპერტებმა თქვეს, რომ ფერმებში აღმოჩენილი დაავადება ბაზარზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან გერმანული ღორის ხორცის ექსპორტი, ევროკავშირის გარეთ ბევრი იმპორტიორის მიერ უკვე აკრძალულია.

დაავადება ადამიანებისთვის საშიში არ არის, მაგრამ ღორებისთვის ის სასიკვდილოა. ბევრი ქვეყანა კრძალავს ღორის ხორცის შეტანას იმ რეგიონებიდან, სადაც ეს დაავადებაა გავრცელებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG