ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრემიერი ბერლინში კანცლერს შეხვდა


ფოტო: საქართველოს მთავრობა
ფოტო: საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბერლინში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ქართველმა ლიდერმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის მნიშვნელობაზე. მხარეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარება, ისევე როგორც გლობალური უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში.

2017 წელი გამოცხადებულია საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წლად, რაც 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩასვლას და ასევე საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25-ე წლისთავს აღნიშნავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG