ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია და საფრანგეთი რუსეთისგან უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებას ითხოვენ


ევროპის ლიდერები, კერძოდ გერმანიის და საფრანგეთის სახელმწიფო მეთაურები რუსეთზე ზეწოლას ახდენენ, რათა თვეზე მეტი ხნის წინ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები, ახალი წლის და მართლმადიდებლური ქრისტეშობისთვის გაათავისუფლონ.

დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ ზეწოლას, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, 2015 წელს მიღწეული შეთანხმება რეალურად განხორციელდეს.

რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით დაიწყო, 25 ნოემბერს გამწვავდა, როდესაც რუსულმა სანაპირო დაცვამ სამ უკრაინულ სამხედრო ხომალდს ესროლა და ეს ხომალდები თავის ეკიპაჟებიანად დააკავა.

პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში, მერკელმა და მაკრონმა განაახლეს მოწოდებები „ყველა ხომალდის უსაფრთხოდ, თავისუფლად და შეუზღუდავად გასავლელად“ ქერჩის სრუტეში, რომელიც ყირიმს რუსეთისგან ჰყოფს და დაჟინებით მოუწოდეს - „უკანონოდ დაკავებული ყველა უკრაინელი მეზღვაური დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG