ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია: 351 გარდაცვლილი ერთ დღეში


ვაქცინაციის ცენტრი ფრანკფურტში, გერმანია. 22 ნოემბერი, 2021.
ვაქცინაციის ცენტრი ფრანკფურტში, გერმანია. 22 ნოემბერი, 2021.

ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში კოვიდ-19-ის გართულებებით დაღუპულთა რიცხვი 100 000-ს აჭარბებს. გერმანია, რომელიც პანდემიის მართვის მხრივ ერთ-ერთ სანიმუშო სახელმწიფოდ ითვლებოდა, ახლა ევროპის რიგით მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელიც 100 000-იან ნიშნულს გაცდა რუსეთის, ბრიტანეთის, იტალიის და საფრანგეთის შემდეგ.

საავადმყოფოები სწრაფად ივსება და ბევრი სარეანიმაციო განყოფილება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მათ მალე პაციენტებისთვის ადგილი არ დარჩებათ. ქვეყნის სამხრეთის და აღმოსავლეთის რეგიონებში, ზოგიერთი საავადმყოფო პაციენტებს უკვე უკან აბრუნებს.

გერმანიის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსის გამო 351 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლებია: 75 961 ერთ დღეში. ეს გასული ზამთრის პიკურ მონაცემებსაც კი აჭარბებს.

სპეციალისტები იმედისმომცემად თვლიან იმ ამბავს, რომ ინფიცირებულთა შორის სიკვდილობის პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე შარშან, რასაც ექსპერტები წარმატებული ვაქცინაციის კამპანიით ხსნიან. მთავრობა ხალხს კვლავ კოვიდ-19-ზე აცრისკენ მოუწოდებს და ვისაც ეკუთვნის, ურჩევენ, გაიკეთოს გამაძლიერებელი დოზაც, ე.წ. ბუსტერი.

83 მილიონი მოსახლეობის მქონე გერმანიაში ახლა 68.1% სრულად არის კოვიდ-19-ზე აცრილი. ქვეყანაში საკარანტინო ზომები ისევ გამკაცრებულია. ფეხბურთის ფანების უმრავლესობას მოუწევს თამაშებს ტელევიზორით ადევნოს თვალი, ვინაიდან სტადიონებზე დასწრება ან სრულად გაუქმდა, ან ათასობით მაყურებლით შეიზღუდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG