ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეკემბერში გაირკვევა გერმანიაში შედგა თუ არა კოალიციური მთავრობა


ბუნდესტაგის შენობა
ბუნდესტაგის შენობა
არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ, გერმანიის კანონმდებლები კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ.

სამშაბათს ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, კანცლერ ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და სოციალ-დემოკრატები შეთანხმდნენ კოალიციაში ერთმანეთს შეუერთდნენ. ამ გადაწყვეტილებით ქვეყანაში დაწესდება ანაზღაურების მინიმალური ზღვარი და დაჩქარდება ზოგიერთი საბანკო პროცესი.

კოალიციასთან დაკავშირებული დეტალები, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების დასრულებამდე ის სოციალ-დემოკრატების 470 ათასმა წევრმა უნდა დაამტკიცოს. ამ კენჭისყრის შედეგები დეკემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება მზად.

თუ სოციალ-დემოკრატებთან კოალიციის შექმნა ვერ მოხერხდა, მერკელი სავარაუდოდ შედარებით მცირე ზომის პარტია - მწვანეთა პარტიასთან - ეცდება გაერთიანებას და თუ ეს მცდელობაც ჩავარდა, მას არჩევნების თავიდან დანიშნვა მოუწევს.
XS
SM
MD
LG