მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აფეთქების შედეგად გერმანიის ქალაქ გოტინგენში სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.
ხელისუფლებამ ბომბის აღმოჩენისთანავე ამ ქალაქის მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა. დაღუპულთა უმრავლესობა გამნაღმველები არიან რომლებიც ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობდნენ.
გერმანიაში ხშირად პოულობენ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საავიაციო ბომბებს.