ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგელა მერკელის პარტია კრიზისშია


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიაში კრიზისი ღრმავდება. მოულოდნელად გაირკვა, რომ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, რომელიც მერკელის მემკვიდრედ და მის შემცვლელად განიხილებოდა, მომავალი წლის არჩევნებში კანცლერობისთვის აღარ იბრძოლებს.

57 წლის ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა პარტიის წამყვან ძალებს უკვე განუცხადა, რომ ლიდერობისთვის კონკურსს მიმდინარე ზაფხულს გამოაცხადებს. ის ქვეყნის თავდაცვის მინისტრია და პარტიას 2018 წლიდან ლიდერობს.

გერმანიაში მომავალ არჩევნებს 2021 წლის შემოდგომაზე ჩაატარებენ. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, რომელიც ქვეყანას 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მეხუთედ კენჭს აღარ იყრის.

მომავალ არჩევნებზე დასახელებულ სავარაუდო კანდიდატებს შორის პარტიის ლიდერობისთვის რამდენიმე პოლიტიკური ფიგურა განიხილება. მათ შორისაა კონსერვატიულობით გამორჩეული არმინ ლაშეტი, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის გუბერნატორი. ეს უკანასკნელი გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG