ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლომ საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მცველს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა


გერმანიის, ბრანდენბურგის სასამართლომ ფაშისტური გერმანიის, საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მცველს პატიმრობა მიუსაჯა. პირი რომლის ვინაობას არ სახელდება 101 წლის არის და ის ციხეში 5 წელს დაჰყოფს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ერთ-ერთი ბოლო სასამართლო პროცესი დასრულდა.

გერმანიის პროკურატურა ამბობს, რომ პირი, რომელიც ნაცისტური რაზმის შუცშტაფელის (SS) წევრი იყო, ბერლინის ჩრდილოეთით ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მუშაობდა და ის 3 518 ადამიანის მკვლელობის თანამონაწილეა. ის ბანაკის საგუშაგო კოშკის მცველი იყო.

უკანასკნელ პერიოდში, საკონცენტარციო ბანაკში ყოფილ მცველების წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა გაიზარდა. ეს 2011 წლის სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვიდაც სამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, შესაძლოა შეხებოდა მათაც ვინც სასხლეტის გამოკვრის ან ბრძანების გაცემის გარეშე, არაპირდაპირ მიიღო მონაწილეობა დანაშაულებში.

სასამართლო სხდომები ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომებს ექიმების რეკომენდაციით ბრალდებული მხოლოდ რამდენიმე საათით ესწრებოდა.

ისტორიული ცნობებით, ზაქსეჰაუზენის ბანაკში ძირითადად ევროპელი პოლიტპატიმრები, საბჭოთა სამხედრო ტყვეები და ებრაელები იმყოფედნენ. ზოგი მათგანი "ციზკლონ-ბ" მომწამლავი გაზით იქნა მოკლული, რომელიც ასევე გამოიყენებოდა სხვა ბანაკებში, სადაც მილიონობით ებრაელი მოკლეს ჰოლოკოსტის დროს.

101 წლის ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტს, არის თუ არა საკმარისი საფუძველი "ზოგადი დაცვითი სამსახური, კონკრეტული მონაწილეობის გარეშე", მსგავსი განაჩენის გამოსატანად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG