ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის პრეზიდენტი თურქეთში იმყოფება


გერმანიის პრეზიდენტი თურქეთში იმყოფება

გერმანიის პრეზიდენტი ქრისტიან ვულფი 5-დღიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ვიზიტს წინ უძღვოდა თურქი ემიგრანტების გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული დავა, რომელიც სავარაუდოდ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრებზე ერთ-ერთი აქტიურად განხილული თემა იქნება.

გერმანიაში დაახლოებით 3 მილიონი თურქი ცხოვრობს. პრეზიდენტი ვულფის თქმით, გერმანია მიესალმება თურქი ემიგრანტების გერმანიაში წასვლას, თუმცა მან ხაზი იმასაც გაუსვა, რომ აუცილებელია ემიგრანტებმა გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრაციის სურვილი გამოხატონ.

„ისინი, ვინც ადრეული ასაკიდან იწყებენ გერმანულის სწავლას ენას უკეთესად ფლობენ. ენასთან ერთად აუცილებელია მათ გამოხატონ ინტერესი გერმანულ კულტურასა და ცხოვრების სტილში,“ აცხადებს პრეზიდენტი ვულფი.

პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ვულფის ანკარაში ვიზიტი თურქეთის მთავრობის მხარდაჭერის მოპოვების მიზანს ემსახურება გერმანელი ემიგრანტების პრობლემის მოსაგვარებლად.

თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა გერმანიის მთავარობასთან თანამშრომლობის სურვილი დაადასტურა და თქვა:

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ გადაწყვეტილების მოსანახად. ეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.

ვიზიტის განმავლობაში პრეზიდენტმა ვულფმა თურქეთის მთავრობას სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენაც მოუწოდა.

XS
SM
MD
LG