ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არჩევნები ჩატარდა, თუმცა აშშ-ი და ევროკავშირი არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ სცნობს. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას შედგა, მას შემდეგ, რაც ნოემბერში ჩატარებული არჩევნები ბათილად სცნო ადგილობრივმა სასამართლომ. თუმცა ოთხი კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მოიპოვა საკმარისი ხმების რაოდენობა. მომდევნო ტურში, რომელიც 8 აპრილსაა დაგეგმილი, ერთმანეთს ის კანდიდატები დაუპირისპირდებიან, რომელთაც პირველ ტურში ხმების უმრავლესობა ჰქონდათ. ხმების 42 % მოიპოვა სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა. ხოლო 25% დავით სანაკოევმა, რომლიც ადამიანის უფლებების კომისარი გახლავთ.
კვირას საპარლამენტო არჩევნები შედგა ასევე სეპარატისტულ აფხაზეთის რეგიონში. საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მომხრეების გარდა ოპოზიციაური პარტიების წარმომადგენლებიც მოხვდნენ.
საქართველოში აშშ საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ დე-ფაქტო არჩევნებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში.
XS
SM
MD
LG