ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველმა იმიგრანტებმა რუსული ოკუპაცია ნიუ-იორკში გააპროტესტეს


ქართველმა იმიგრანტებმა რუსული ოკუპაცია ნიუ-იორკში გააპროტესტეს, 18 მარტი, 2019

საოკუპაციო ხაზთან შექმნილი მდგომარეობის გამო, ქართველმა ემიგრანტებმა გაეროში რუსეთის წარმომადგენლობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილების თქმით, ამ დროს, წარმომადგენლობის შენობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი იმყოფებოდა.

“გრიგორი კარასინის მიერ, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები იყო აშკარა მუქარა. სწორედ ამ განცხადებების შემდეგ, საოკუპაციო ხაზთან ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ეჭვგარეშეა, რომ ხურვალეთში რუსი ჯარისკაცები რეალურად იყვნენ გადმოსული. ამის შემდეგ, 16 წლის მოზარდიც გაიტაცეს. შეიძლება ითქვას, რომ კარასინი მუაქრას ასრულებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ პროტესტი გამოგვეხატა, გაეროში რუსეთის წარმომადგენლობის ოფისთან,” უთხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნიკა ავალიანმა “ამერიკის ხმას.”

“კი ევროკავშირს, კი ამერიკას, კი ნატოს - არა რუსეთს!” “დატოვეთ საქართველო!” “მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინას!” - ამ მოწოდებებით, რუსეთის წარმომადგენლობასთან აქცია, რამდენიმე საათი გაგრძელდა.

გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან 27 თებერვალს შეხვედრის შემდეგ "რადიო თავისუფლების" ქართულ რედაქციასთან თქვა, რომ შეხვედრაზე "მოკლედ შევეხეთ რეგიონულ პრობლემებს. და ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან გამოითქვა შეშფოთება რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და აშშ-ის მზარდი აქტიურობის, არაერთი სწავლების ჩატარების გამო საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოების მონაწილეობით. ცხადია, ჩვენ ეს გარკვეული ამოცანების წინაშე გვაყენებს. ვინაიდან იგი არღვევს სახელმწიფოთაშორის კონტაქტების განვითარების ხელსაყრელ ატმოსფეროს, გვაიძულებს ვიფიქროთ შედეგებზე.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG