ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერი კვირიკაშვილი ამერიკის თავდაცვის მდივანს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ამერიკის თავდაცვის მდივანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ამერიკის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდა. მათ თავდაცვის სფეროში საქართველო-ამერიკის ურთიერთობა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

„აშშ-ის თავდაცვის მდივანი მიესალმა საქართველოს, როგორც ავღანეთის მისიაში ნატოს არაწევრ უმსხვილეს კონტრიბუტორ ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი ჯარისკაცების ოდენობით და აღიარა, რომ ამ წვლილის შედეგად საქართველომ 32 სამხედრო დაკარგა, ხოლო 290 დაიჭრა“, - თქვა დანა ვაითმა, პენტაგონის პრესსპიკერმა.

დავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან განიხილა „მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოს თავდაცვის რეფორმის კუთხით და აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გაწეული დახმარება, მათ შორის მიმდინარე პარტნიორობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საბრძოლო მზადყოფნის და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად“.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG