ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ვაშინგტონში შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა.

ეს პრემიერის რანგში შეერთებულ შტატებში ბახტაძის პირველი ოფიციალური ვიზიტია. მამუკა ბახტაძის სამუშაო შეხვედრები 17 სექტემბერს თეთრ სახლში, უსაფრთხოების მრჩეველთან ჯონ ბოლტონთან სტუმრობით დაიწყო. პრემიერ-მინისტრთან ერთად ვაშინგტონში იმყოფება ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფო მდივნის შეხვედრა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:28 0:00

​პრემიერის განცხადებით სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე საქართველოს და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო ამერიკასთან უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

"ჩვენ შევეხეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ყველა თემას. ვისაუბრეთ იმ წვავე გამოწვევებზე რომელიც გვაქვს საქართველოში იმ ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ამასთან ერთად ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც ჩვენ გვაქვს რესურსი და რაც მთავარია პოლიტიკური ნება რომ ურთიერთოებები გავაღრმავოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთოხების კუთხით. ამერიკის ხმის შეკითხვაზე, რომ მაშინ როდესაც ის საუბრობს თავდაცვითი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად იზიარებს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებულ პოზიციას ქართულ ამერიკულ სამხედრო სწავლების შესახებ, პრემიერმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილმა "გააკეთა ერთმნიშვნელოვანი განმარტება თავისი შეხედულების შესახებ".

2017 წელს სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ: "ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოჩენა თავისთავად რას ემსახურება და რისი მომტანია ჩემთვის ნათელი არაა".

"მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა ერთმნიშვნელოვანი განმარტება თავისი შეხედულების შესახებ. ქართული ოცნებისთვის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში ორი მიმართულება: პირველი რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და მეორე, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი. ეს არის ჩვენი ფილოსოფია, ეს არის ჩვენი პრიორიტეტები და ეს არის ამავე დროს ქართველი ხალხის ნება", - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ მინისტრი სალომე ზურაბიშვილის კომენტარების შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:25 0:00

ვაშინგტონში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრი აშშ-ს კონგრესის, არასამთავრობო და ანალიტიკოსთა წრეების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.

მთავრობის მეთაური, 27 სექტემბერს ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG