დღეს შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. ვიზიტი სენატორ ჯონ მაკეინთან შეხვედრით დაიწყება დღეს, მოგვიანებით, ვაშნგტონის დროით.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი მოლაპარაკებებს გამართავს კონგრესმენებთან-ბილ შუსტერთან, კეი გრანჯერთან, დევიდ დრაიერთან, გრეგორი მიკსთან, სტენი ჰოიერთან, და დენ ბარტონთან.
იგეგმება შეხვედრები ეროვნულ დემოკრატიულ ფონდსა და ჯერმან მარშალ ფონდში. ქართველ სპიკერს თან ახლავს პარლამენტართან დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან აკაკი მინაშვილი, გია თორთლაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, და გიორგი კანდელაკი.