ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს აშშ-ში ახალი ელჩი ჰყავს


შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალი ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის მოვალეობის შემსრულებელს მარკ ვოლშს შეხვდა და რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

საელჩოს ცნობით, ასლების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკი, კონტრტერორიზმის კოორდინატორის მთავარი მოადგილე ალინა რომანოვსკი და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები.

დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოქტომბერში დანიშნა.

ბაქრაძეს ამ დრომდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა. 2012-14 წლებში იყო საქართველოს ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში.ი.

დავით ბაქრაძეს 2014 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

XS
SM
MD
LG