ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკის ტყვეები რუსი ანალიტიკოსის თვალით


რუსი სტუმრები შეხვდნენ როგორ რეინტეგრაციის მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს და პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:48 0:00
ბმული

კავკასიურმა სახლმა ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში შეხვედრების მორიგი ციკლი დაამთავრა. ერთი კვირის მანძლზე როგორც თბილისში, ასევე ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში შიდა ქართლში შეხვედრები იმართებოდა. რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული გამომცემლები, კონფლიქტოლოგები და კავკასიის საკითხებზე მომუშავე აკადემიური წრეების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხედულებებსა და მოსაზრებებს უზიარებდნენ.

ამერიკის ხმასთან საუბრისას გიორგი კანაშვილმა, კავკასიური სახლის წარმომადგენელმა და შეხვედრების მასპინძელმა განაცხადა, რომ რუსი სტუმრები შეხვდნენ როგორ რეინტეგრაციის მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს, ასევე პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომდგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს, ასევე კონფლიქტოლოგებსა და პოლიტოლოგებს. ერთკვირიანი სტუმრობისას ვიზიტი შედგა შიდა ქართლის სოფლებში, სადაც ცოტა ხნის წინ რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართები გაავლეს.

გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთიდან ჩამოსულმა შეხვედრის მონაწილეებმა უკეთესად გაიგონ რა მდგომარეობაა კონფლიქტის ზონებში, შეიტყონ, პრაქტიკულად რას ნიშნავს გამყოფი ზოლები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამიტომაც ისინი იყვნენ ხურვალეთში, დიცში, დევნილთა დასახლებებში.

ნოვაია გაზეტას, რუსეთის სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის. კარნეგის ცენტრის წარმომადგენლები იზიარებენ მოსაზრებას, რომ შექმნილი სიტუაცია დამთრგუნველია და არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება. ეს ადამიანები არ წარმოდგენენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, თუმცა ისინი ანალიტიკოსები არიან და მნიშვნელოვანია რომ მათ რეალური ინფორმაცია ჰქონდეთ.- ამბობს გიორგი კანაშვილი.

მედია ანალიზისა და კომუნიკაციის კვლევითი ცენტრის დირექტორი დენის სოკოლოვი ჩვენთან საუბრისას აცხადებს:

განსაკუთრებული მოულოდნელობები არ გვინახავს. ვნახეთ ბორდერიზაცია, სადაც მავთლხლართებია და ღობეები, რომლებიც გადის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და სამხრეთ ოსეთის საზღვარს შორის. ეს ხაზი გადის არა მხოლოდ სოფლების საზღვრებს შორის, არამედ ისე, რომ ზოგ შემთხვევაში სახლის ერთი ნაწილია დარჩენილი საქართველოს მხარეს, მეორე სამხრეთ ოსეთის მხარეს, ზოგ შემთხვევაში ადამიანები, ქართული პასპორტებით აღმოჩდნენ სამხრეთ ოსეთის მხარეს და არ შეუძლიათ გადაადგილება, ვაჭრობა და სხვა. მე, როგორ ეკონომისტი პროფესიით, შემიძლია გითხრათ, რომ სასოფლო მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით ვითარება უმძიმესია და ამ ადამიანებისთვის, უბრალოდ მომავალი არ არსებობს.

აი, ახლა ჩვენ ყველას გვაქვს ერთმანთთან ურთიერთობა და ყველას ყველაფერი კარგად გვესმის, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, გამოსავალს ამ მდგომარეობიდან, რაც შემქნილია, ვერ ვხედავ. არც თუ ოპტიმისტურია ჩემი პროგნოზი. სოფლებში ისედაც სიღარებეში ცხოვრობენ, თანაც მათ არ აქვთ წვდომა ბაზართან როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. ასე რომ, რაც შეეხება უბრალო ადამიანებს, მოცემულ შემთხვევაში, ისინი აღმოჩნდნენ პოლიტიკური ისტორიის ტყვეები. ეს ბორდერიზაციაც პოლიტიკური ისტორიაა, აქ არაა გათვალისწინებული ადამიანების ინტერესი. მხედველობაში ისინი, უბრალოდ არავის მიუღია. რუსეთის პოლიტიკური ინტერესი არსებობს და შესაბამისად მე ვერ ვხედავ აქედან გამოსავლს. როდესაც ჩვენ ვართ ინფორმირებულები ეს ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელვანია, მაგრამ არამგონია, რომ ამან უშველოს საკითხის გადაწყვეტას. აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები.“ ციტატის დასასრული.

მიმდინარე წელს კავკასიური სახლი სულ ოთხი შეხვედრის გამართვას გეგმავს. გიორგი კანაშვილს იმედი აქვს, რომ ერთი მათგანი მაინც გაიმართება მოსკოვში ისე, რომ ვიზებზე პრობლემები არ შეიქმნება. გარდა ამისა, სექტემბერ-ოქტომბერში ქართველი და რუსი შეხვედრის მონაწილეები შეიმუშავებენ ერთობლივ პოლიტიკის დოკუმენტსა და რეკომენდაციებს, რომელთა ადრესატი როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ხელისუფლებაც იქნება.

XS
SM
MD
LG