ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამკვირვებლები აზრს აფიქსირებენ


კომენტარს აკეთებს ნატოს საპარლამენტო დელეგაციის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ასან აგოვი

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ასან აგოვმა ჩვენთან საუბარში განაცხადა:

„შედეგები ნათელია და გამარჯვება აშკარად „ქართული ოცნების" კოალიციას ეკუთვნის. ეს კოალიცია საკმაოდ ჰეტეროგენულია და მე, ალბათ, გამიჭრდება იმის თქმა, თუ როგორ მიმართულებას აირჩევს მთავრობა, ამიტომ ამ საკითხში მოცდა ჯობია.

მთლიანობაში ჩვენ მომსწრე გავხდით ძალიან პოლარიზებული წინასაარჩევნო კამპანიისა, რომელშიც მრავლად ვიხილეთ ურთიერთბრალდებები. ამომრჩველი აღნიშნავდა იმას, რომ საერთოდ არ იყო თემატური განხილვები, რაც საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებდა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ასევე დავაფიქსირეთ ძალიან ორგანიზებული ხმის მიცემის პროცესი, კარგად იყო ორგანიზებული საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა ეტაპი. ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო ინციდენტებს, რომლებმაც ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.“


ჩვენს შენიშვნაზე, რომ ისეთი სერიოზული დონის პრობლემებიც იყო, როგორც ხაშურში, ბატონმა აგოვმა გვიპასუხა, რომ ვერცერთი ეს ინციდენტი ვერ შეცვლის შედეგებს და რომ აღნიშნული დიდი პოლარიზაციის პირობებში, მოსალოდნელიც იყო ასეთი დარღვევები და მოლოდინი, რომ უხეში შემთხვევები დაფიქსირდებოდა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი დასკვნით, უმნიშვნელო შემთხვევებმა პროცესის ნორმალურად გამართვას ხელი არ შეუშალა და ინციდენტების პირობებშიც კი ვერ მოხდება შედეგების შეცვლა.

„კოალიცია მრავალფეროვანი პარტიებისგან არის დაკომპლექტებული, ამიტომაც მე მირჩევნია მოვლენების განვითრებას დაველოდო იმასთან დაკავშირებით, რომ მკვეთრად ჩამოვაყალიბო თუ როგორ განავითარებს საქართველოს ახალი მთავრობა ურთიერთობებს დასავლეთთან და ჩრდილო ატლანტიკურ სტრუქტურებთან.“

„მიუხედავად ამისა, - დასძენს აგოვი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენდა საქართველოში, - დასავლელ ლიდერებთან, მათ შორის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრების დროს, ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იგი იმ გზას აირჩევს, რომელიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციისა და ევროკავშირის წევრობისკენ წაიყვას, რაც, საბოლოო ჯამში, ივანიშვილის მხრიდან ძალიან მკაფიო გზავნილი და დაპირებაა, რომ იგი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული დარჩება.“

ასან აგოვის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი, ისმის კითხვები და დაეჭვება იმის შესახებ, თუ რამდენად დარჩება კოალიცია ამ მიზნის ერთგული, რამეთუ ახლა მასში შემავალი სხვადასხვა პარტია საკმაოდ კრიტიკულად და ნეგატიურად უყურებს ამერიკასა და დასავლეთს. იგი ფიქრობს, რომ დრო გვაჩვენებს თუ როგორ მოხდება სამთავრობო კურსის არჩევა, მანამდე კი ახალმა პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეროვნული კონსენსუსის მიღწევა მოხდეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე.

ასან აგოვი: „დღეს, სადამკვირვებლო მისიების ანგარიშის წარდგენისას, ჩვენ გავაკეთეთ საერთო შეფასება და საერთო პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩატარებული არჩევნები წინგადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოსთვის. პრესისთვის სამშაბათს გაკეთებული პრეზენტაცია იყო ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგი და რწმენა იმისა, რომ დემოკრატიული განვითარებისთვის ნაბიჯი გადაიდგა. ეს ეტაპი იქნება სასარგებლო თუ საქართველო კურსს შეინარჩუნებს. ხარვეზები იყო არჩევნების საკანონმდებლო ბაზაში, ასევე, პრობლემები იყო მედიაში. ახლა გვაქვს საშუალება, რომ უფრო მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში და დაიძლიოს სხვა არსებული პრობლემები.“
XS
SM
MD
LG