ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განმეორებითი არჩევნები


ხაშურში მიმდინარე არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი, ფაქტობრივად, უკონკურენტო მდგომარეობაშია

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:09 0:00
ბმული

საქართველოში კვირას, 14 ოქტომბერს, განმეორებითი არჩევნები იმ უბნებზე ჩატარდა, სადაც 1 ოქტომბრის არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები სასამართლომ რეალურად მიიჩნია. ამგვარი უბნები გორში, სიღნაღსა და ხაშურში აღმოჩნდა. აქ რამდენიმე უბანზე სპეცდანიშნულების რაზმის იარაღიანი და ნიღბიანი წარმომადგენლები შევიდნენ და კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი და შეუვსებელი შემაჯამებელი ოქმები გაიტანეს. ადგილი ჰქონდა, ასევე, მომწავლელი აირის გამოყენებას საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ინფორმაცია უბნებზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების ყოფნის შესახებ იმ დღესვე უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რის თაობაზეც ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა, თუმცა, მოგვიანებით, სასამართლომ ინციდენტი დაადასტურა. ამის შესახებ ჩვენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორი, ლელა ტალიური გვესაუბრა.

კვირას, ხაშურში მიმდინარე არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ვალერი გელაშვილი, ფაქტობრივად, უკონკურენტო მდგომარეობაში იყო, რადგან წინა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, სერგო ქიტიაშვილმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა. მიზეზად მან ზეწოლისა და მუქარის შემთხვევები დაასახელა, რასაც ინტენსიურად აქვს ადგილი „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხრიდან.

„საია"-ს წარმომადგენელი, ლელა ტალიური ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კონკურენტის მხრიდან ზეწოლის ფაქტების გამოძიებისა და რეაგირების მოთხოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ასოციაციისთვის არ მიუმართავს. „მისი მომართვის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ შევისწავლოთ ზეწოლის შემთხვევები, რომელთა თაობაზეც ქიტიაშვილი საუბრობს,“ - აცხადებს ლელა ტალიური.

ორმხრივი ზეწოლის შესახებ საუბრობენ კანდიდატები გურჯაანში, სადაც არჩევნები ასევე განმეორებით ტარდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან მუქარის ფაქტების თაობაზე აკეთებენ განცხადებას, „ქართული ოცნება“ კი ანალოგიურს „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ ამბობს. გურჯაანში, ვაქირის საარჩევნო უბანზე 893 ამომრჩეველია, საღამოს ექვსი საათისთვის ხმა მიცემული ჰქონდა 600 ამომრჩეველს. ვაქირის არჩევნები გადაწყვეტს მაჟორიტარი დეპუტატის საკითხს საქართველოს პარლამენტში. ძირითადი კონკურენტები აქ ლევან ბეჟაშვილი და გელა გელაშვილი არიან.

„ცესკო"-ს სპიკერი, ეკა აზარაშვილი აცხადებს, რომ ვაქირში, დღის პირველ ნახევარში მომხდარი ინციდენტი სიებთან დაკავშირებით საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს.

რაც შეეხება გორს, არჩევნები მეოთხე უბანზე მიმდინარეობს. პირველ ოქტომბერს სწორედ აქ აღმოუჩინეს კომისიის ერთ-ერთ წევრს შემოხაზული ხუთი ნომრით ბიულეტენები ჩანთაში. გორში მიმდინარე არჩევნების შედეგები, დიდი ალბათობით გავლენას ვერ მოახდენს აქამდე არსებულ შედეგზე.
XS
SM
MD
LG