ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში


კლინტონმა რუსეთის არჩევნების გაყალბების საკითხი წამოჭრა

ეუთო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში წარმომადგენლობების განახლებისკენ და ძალისხმევის გაორმაგებისკენ მოუწოდებს


სტამბოლში მიმდინარე ეუთოს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მონიტორინგის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. 22-ე პლენარული სესიის ფარგლებში გამოქვეყნებული პოლიტიკური და უსაფრთხოების საერთო კომიტეტის რეზოლუციის პროექტში რამდენიმე პუნქტი საქართველოს საკითხებს ეთმობა.

კერძოდ, პუნქტებში: მე-14, მე-15 და მე-18 მითითებულია, რომ ეუთომ უნდა განაახლოს წარმომადგენლობა საქართველოში და „გააორმაგოს“ ძალისხმევა დაურეგულირებელი კონფლიქტების რეგიონებში. ეუთო „მხარს უჭერს ჟენევის პროცესს, რომელიც ცდილობს საქართველოში 2008 წლის ომის შედეგების აღმოფხვრისთვის გზების ძებნას. მიესალმება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების შემცირებას, ერგნეთის შემთხვევის პრევენციის, თუ რეაგირების მექანიზმების შემუშავებაზე გაწეულ სამსახურს და მოუწოდებს ეუთოს გააგრძელოს მუშაობა საქართველოში ნდობის და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიმართულებით“.

პარალელურად, კოპენჰაგენში დღეს ეუთოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სახელმწიფოთა მთავრობებს მოუწოდებს პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას ქუჩაში იქნება ეს, თუ ინტერნეტზე. რეზოლუციის საბოლოო ტექსტსაც კენჭს სტამბოლში მიმდინარე სესიაზე უყრიან. ეუთოს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეის 22-ე სესია თურქეთში 3 ივლისამდე გრძელდება. მასში მონაწილეობას ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანა იღებს.
XS
SM
MD
LG